შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამი სპორტის სახეობის განვითარების მიზნით, ქუთაისში სპორტული დარბაზი გაიხსნა
24.02.2018
უკან დაბრუნება
სამი სპორტის სახეობის ,,სტრონგმენის" , ,,სამჭიდის" და ,,ძალისმიერი ფიტნესი“-ს განვითარების მიზნით, ქუთაისში სპორტული დარბაზი გაიხსნა, რომელიც ქუთაისის მერიის ა(ა)იპსპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია. დარბაზი #36 საჯარო სკოლაშია განთავსებული. ცნობილი სპორტსმენები, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის წარმომადგენლები, კონსტანტინე ჯანაშია და ავთო ახვლედიანი დღეიდან უფასო წვრთნებს ,,სტრონგმენის“ ,,სამჭიდის“ და ,,ძალისმიერი ფიტნესი“-ს სახეობაში ჩაატარებენ. პრეზენტაციას პარლამენტის წევრეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სპორტული დარბაზი ყოველ დღე, კვირის გარდა, 12 საათიდან 22 საათამდე იმუშავებს.