შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საბავშვო ბაღებში გერმანიიდან გამოგზავნილი საჩუქრები გაანაწილეს
24.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში გერმანიიდან გამოგზავნილი საჩუქრები გაანაწილეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ რამდენიმე ბაღში საჩუქრად გამოგზავნილი სათამაშოები ბავშვებს თავად დაურიგა. ქალაქის მერთან ერთად ბაღებში ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი იმყოფებოდა. ქუთაისის საბავშვო ბაღებში გერმანიიდან სათამაშოები საჩუქრად ქართველმა ბიზნესმენმა ლაშა ამყოლაძემ გამოაგზავნა. ლაშა ამყოლაძე გერმანიაში მოღვაწეობს და ის წარმოშობით ქუთაისიდან არის. საბავშვო ბაღების მიმართ ხელისუფლება განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს.