შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს, მორიგ ინიციატივას სთავაზობს
24.02.2018
უკან დაბრუნება
„მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს, მორიგ ინიციატივას სთავაზობს. რეგიონული ტელევიზიების გაერთიანებაში ითხოვენ, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონული მედიის განვითარებასა და საჭიროებების გამოვლენაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლის შესახებ კანონზე დაძლეულ იქნა. საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და საპარლამენტო იპიზიციის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მედიის ინტერესებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა და მათთან თანამშრომლობა არსებითი მნიშვნელობის მქონეა.