შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამტრედიის საკრებულოში სამი ფრაქცია გაუქმდა
13.02.2018
უკან დაბრუნება
სამტრედიის საკრებულოში სამი ფრაქცია გაუქმდა. სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ჯამბურიას თქმით, ფრაქციათა რიცხვი საკრებულოში ამჟამად ექვსამდე შემცირდა. გასულ წელს სამტრედიის საკრებულოში ცხრა ფრაქცია შეიქმნა. მათგან რვა მმართველი გუნდის წევრების , ერთი კი ოპოზიციის მიერ შეიქმნა. მმართველი პარტიის რეკომენდაციით, ახლა მხოლოდ ხუთი ფრაქცია დარჩა, კერძოდ, „ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება-მრეწველები","ქართული ოცნება მწვანეები"და "სამტრედიელი პატრიოტები". სამტრედიის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 2000 ლარია, ხოლო მათი მოადგილეების შრომითი ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. სამტრედიის საკრებულოში 33 წევრია, აქედან 18 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული წესით არის არჩეული.