შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13.02.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 335 222 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მხარისა და ქალაქის პირველ პირებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი. ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოები ივნისში დასრულდება.