შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის დაკავებას,დღეს სამედიცინო საზოგადოება,ბრიფინგით გამოეხმაურა
27.01.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის დაკავებას,დღეს სამედიცინო საზოგადოება,ბრიფინგით გამოეხმაურა. როგორც დაკავებული ექიმის ადვოკატი,კოლეგები და ოჯახის წევრები აცხადებენ,საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. მათივე თქმით,მერკვილაძეს უკანონო განაჩენი გამოუტანეს.ისინი სასამართლოს ზეწოლაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ,რომ მეან გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე ,გუშინ საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ექიმის წინააღმდეგ საქმის განხილვა 116 -ე მუხლით მიმდინარეობს.რაც 2013 წელს საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებებით პაციენტის,ვიოლეტა მარტინოვას გარდაცვალებას უკავშირდება.