შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გუშინ საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებისას დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
23.01.2018
უკან დაბრუნება
გუშინ საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებისას დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.დაზარალებულს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა,რის შემდეგაც თავს უკეთ გრძნობს.თაბუკაშვილის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი ადამიანი შეიჭრა.გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.თავდამსხმელმა თანხა გაიტაცა და გაიქცა.დამნაშავე დაკავებული არ არის.გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.