შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი კვლავ ჩაიშალა
01.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი კვლავ ჩაიშალა.ტურისტული ლოგოს 85 და სლოგანის 27 ვარიანტიდან გამარჯვებული არც ერთ კატეგორიაში არ გამოვლინდა.კონკურსი მერის 16 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე გამოცხადა და დროებითი კომისიაც შეიქმნა.ლოგოს კატეგორიაში 85, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 27 ნამუშევრი მერიის ვებ გვერდზე,ავტორების იდენტიფიცირების გარეშე განთავსდა.ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ამ ეტაპზე ორივე კატეგორიაში ყველაზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა,რომ წარმოდგენილი არცერთი ნამუშევარი არ მოსწონს.შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა.მიუხედავად ამ ვითარებისა, ქუთაისის თვითმმართველობა ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად მუშაობას აგრძელებს