შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
16.01.2018
უკან დაბრუნება
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, იგი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამო ადებს. პრეზიდენტი განმარტავს რომ, კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი მედიის სარეკლამო ბაზრის შესახებ საკითხი. და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გამო პრივილეგია აქვს, რაც ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიებს აზარალებს. პრეზიდენტმა მეორე პრობლემურ თემად შესყიდვების საკითხი დაასახელა და განმარტა, რომ ეს კანონი დასახვეწია და ევროპულ რეგულაციებთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ეთერში კომერციული რეკლამები განათავსოს.პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა და კერძო ტელეკომპამიების ხელმძღვანელები ეხმაურბიან