შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ქუთაისმა” “მგზავრებს” უმასპინძლა
15.01.2018
უკან დაბრუნება
სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ქუთაისმა” “მგზავრებს” უმასპინძლა. იმერულმა კლუბმა მეტოქე 21 ქულის სხვაობით – 95:74 დაამარცხა. პირველი პერიოდი “მგზავრებმა” 32:28 მოიგეს და მეორე პერიოდის საწყის წუთებამდე ლიდერობდნენ. მასპინძლებმა თამაში მალევე გამოასწორეს, ლიდერობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობას ზრდიდნენ. ქუთაისელებს 22 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. 19 ქულა მოაგროვა დეჟუან რაითმა, ხოლო აკაკი ლომოურის 13 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 18 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა, ხოლო ბერნარდ ნკალიმ ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.