შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის
11.01.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. სამსახურების, განყოფილების უფროსებისა და სპეციალისტების პოზიციებზე კანდიდატთა გასაუბრების მეორე ეტაპი დასრულდა. 9 იანვარს, შესაბამისმა კომისიამ 18 კანდიდატის განაცხადი შეარჩია, მათგან ექვსი კანდიდატი არ გამოცხადდა. 12-მა პრეტენდენტმა კი კონკურსის ბოლო ეტაპი გაიარა. საბოლოო შედეგები ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი. ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსი რეორგანიზაციის ფარგლებში გამოაცხადა.