შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება
11.01.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო. ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.