შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერი ქარის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტი ერთი დღით ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი
10.01.2018
უკან დაბრუნება
ძლიერი ქარის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტი ერთი დღით ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, უამინდობის მიუხედავად ენერგო პრო ჯორჯიას საავარიო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისათვის ელექტრო-ენერგია მხოლოდ ერთ სოფელს ზედა ხუნს არ მიეწოდება. როგორც ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ფილიალში აცხადებენ აღნიშნულ სოფელს შუქის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.