შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ოფიციალურად წარადგინეს
10.01.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ოფიციალურად წარადგინეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გაგა ბოჭორიშვილი, საფიჩხიაზე ნაილი ჭელიძე, კახიანოურში ია შენგელია, მუხნარში ნანა მეგრელიშვილი, ნიკეას უბანში მიხეილ ნავაძე, ვაკის უბანში გიორგი მამასახლისი, ავანგარდში გიორგი მუქერია, ავტოქარხანაში ნინო ტატურაშვილი , გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ცაგარეიშვილი ,უქიმერიონში ზაზა ჭელიძე, ხოლო გუმათში შალვა ლომთაძე წარადგინა. წარდგენას მერთან ერთად ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.