შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქრისტეშობის ბწყინვალე დღესასწაული წყალტუბოში საშობაო მსვლელობით აღინიშნა
06.01.2018
უკან დაბრუნება
ქრისტეშობის ბწყინვალე დღესასწაული წყალტუბოში საშობაო მსვლელობით აღინიშნა. უძველესი ქრისტიანული ტრადიცია ათეული წლების შემდეგ განახლდა. მირქმისა და ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრების წინამძღვარმა მამა ლუკიანემ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩები მოილოცა და ქალაქი აკურთხა. ქრისტეშობის მახარობლებს ალილოზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულო ს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ ქველმოქმედების შედეგად საშობაო ნობათი 40-ზე მეტ ოჯახს გაუნაწილდა. ტკბილეულითა და კვების პროდუქტებით დასაჩუქრდენ მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები.