შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა რეკომენდაციებს აძლევს "თავისუფალი საქართველო”" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ქუთაისის მერიას?
01.12.2015
უკან დაბრუნება
რეკომენდაციები ქუთაისის მერიას. რა საკითხები უნდა აისახოს 2016 წლის ბიუჯეტში- მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის და "ქრისტაინ-დემოკრატიული" მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგება, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდის დამონტაჟება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელშიც მერიას რეკომენდაციას აძლევენ. ქუთაისის მერიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტი ორი კვირის წინ წარუდგინდა, თუმცა გასულ კვირას დოკუმენტი უკან გაითხოვა.