შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



28 დეკემბერს ქუთაისში სუპერლიგის ერთი მატჩი გაიმართა
29.12.2017
უკან დაბრუნება
28 დეკემბერს ქუთაისში სუპერლიგის ერთი მატჩი გაიმართა, “კაკტუსმა”,მასპინძლებს სოლიდური ბრძოლა გაუმართა, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწვად ძალები არ ეყო.დაკარგული ქულებით “ქუთაისი” სუპერლიგაში მეორე ადგილზეა. იმერულ კლუბს ლიდერ “დინამოს” შემდეგ ყველაზე ცოტა – 3 წაგება ჰქონდა და ეს შედეგი კაკტუსელებთან მატჩის შემდეგაც შეინარჩუნა. ქუთაისელებმა “კაკტუსს” 103:93 სძლიეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამეზე მყოფ “დინამოს” 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ქუთაისელებმა მეოთხედი 30:22 მოიგეს და ლიდერობა თამაშის ბოლომდე არ დათმეს. “ქუთაისმა”მიმდინარე წლის თამაშები დაარულა.