შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი შენგელია მარტოხელა, სამშვილიან დედას, თეონა კლდიაშვილს ესტუმრა
29.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, სამშვილიან დედას, თეონა კლდიაშვილს ესტუმრა და ოჯახს საახალწლო ნობათი, სათამაშოები და პროდუქტი გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნული საჩუქრების გარდა, ქალბატონს შეხვედრა დაუნიშნა და კომპეტენციის ფარგლებში საცხოვრისის საკითხთან დაკავშირებით დახმარებაც აღუთქვა. სურსათი, რომელიც ოჯახს გადაეცა ჟურმნალისტის სოფო ბობოხიძის საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით იქნა შეძენილი. შეგახსენებთ, რომ სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო 19 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თავად თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.