შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კავკასიის სამეცნიერო უნივერსიტეტმა პრემიით ,,თამარი“ მეცნიერები დააჯილდოვა
28.12.2017
უკან დაბრუნება
კავკასიის სამეცნიერო უნივერსიტეტმა პრემიით ,,თამარი“ მეცნიერები დააჯილდოვა. მასში 29 კონკურსანტი მონაწილეობდა, პირველი ადგილი კი მანანა მარიდაშვილმა დაიკავა. მისი ნაშრომი ფარმაცევტულ ბიზნესს ეხებოდა, რომელიც პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და ციტირების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ კონკურსის მიზანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისებაა. ორგანიზატორთა განმარტებით, პრემია ,,თამარი“ ყოველ წლიურ ხასიათს მიიღებს.