შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მწვანე ყვავილას დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა
28.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში მწვანე ყვავილას დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ჩაიტანა და ჩახერგა. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან, მოადგილესთან და საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით აღნიშნულ პრობლემებს ყურადღება მიექცევა, რათა მოსახლეობას საფრთხეები არ შეექმნას და სიტუაცია დროულად მოგვარდეს. ჩვენ ადგილზე ვეცნობით არსებულ სიტუაციას და პრობლემის მოგვარებასაც მალევე დავიწყებთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.