შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს წევრები წყალწითელის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ
27.12.2017
უკან დაბრუნება
წყალწითელის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ დღეს საკრებულოს წევრი ქალბატონები და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს. ტრადიცია გარდაცვლილი ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის სახელს უკავშირდება , რომელიც ყოველწლიურად პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებს ახალ წელს ტკბილეულით ულოცავდა. წელს, 19 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ორგანიზებით, აუქციონი გაიმართა, სადაც სოფო ბობოხიძის ფოტოები ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლებმა შეიძინეს. აუქციონიდან შემოსული თანხით კი ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის ტკბილეული შეიძინეს, ასევე დაეხმარნენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც