შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება
27.12.2017
უკან დაბრუნება
საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, არდადეგები 24 დღე გაგრძელდება და სასწავლო პროცესი 22 იანვრიდან აღდგება. მთელი კვირის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა, საშობაო ნობათი ქუთაისის 37-ვე საბავშვო ბაღში დარიგდა.