შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჩინურმა კომპანიამ,ქუთაისის მერს სოციალურად დაუცველებისთვის ზამთრის თბილი ქურთუკები გადასცა საჩუქრად
30.11.2015
უკან დაბრუნება
ჩინურმა კომპანიამ, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არის რეგისტრირებული ქუთაისის მერს სოციალურად დაუცველებისთვის ზამთრის თბილი ქურთუკები გადასცა საჩუქრად. ძვირადღირებული 500 ცალი ქურთუკი კომპანიის წარმომადგენლებმა მერიის სოციალურ სამსახურში მიიტანეს. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით ისინი აღნიშნულ ქურთუკებს მრვალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ. ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ მსგავსი ჰუმანიტარული აქცია თბილისშიც განახორციელა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს 1000 ცალი ქურთუკი გადასცა.