შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საკუთარი საქმიანობა საზოგადოების ფართო მასებს გააცნო.
25.12.2017
უკან დაბრუნება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საკუთარი საქმიანობა საზოგადოების ფართო მასებს გააცნო. სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე თვითმმართველობის ახლადარჩეულ წარმომადგენლებთან ისაუბრა. მან ყურადღება ორ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა: თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადება და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება.ჟვანიას სკოლა თავის საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ორგანოებში საჯარო მოხელეების გაძლიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთიან სივრცეში. დღეის მონაცემებით, სკოლის მიერ 1498 საჯარო მოხელე გადამზადდა, ხოლო 9136 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, უფასოდ შეესწავლა სახელმწიფო ენა. ჟვანიას სკოლა ფუნქციონირებს ქვეყნის 10 რეგიონულ ცენტრსა და 93 სოფელში.