შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მორიგი შემეცნებითი ტური ტელე-რადიო კომპანია „რიონში“
22.12.2017
უკან დაბრუნება
მორიგი შემეცნებითი ტური ტელე-რადიო კომპანია „რიონში“ ტელევიზიის საქმიანობას ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. პროექტი ევროკავშირის „ახალგაზრდების უკეთესი მომავლისათვის“ ,რომელშიც სკოლა იყო ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობებს ისახავდა მიზნად, შეიქმნა ჟურნალისტთა კლუბი-„ნორჩი მკვლევარი“-რომელიც მედია ორგანიზაციების შესახებ მეტ ინფორმირებულობაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვა მიმართულებითაც იმუშავეს,მოისმინეს სოფლის მოსახლეობის პრობლემები და შესაბამის სტრუქტურებამდე მიიტანეს.