შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლევან კობიაშვილმა და გივი ჭიჭინაძემ საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" ბაზა დაათვალიერეს
30.11.2015
უკან დაბრუნება
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" ბაზა დაათვალიერეს. მხარეებმა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესაბასა და ფეხბურთელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე იმსჯელეს. "საპოვნელა" უკვე ექვსი თვეა, უმაღლეს ლიგაში გადავიდა და სათანადო გარემოს საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმაც მომზადდება.