შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ჭიღვარიამ ავტოქარხნის დასახლებაში მდინარე ოღასკურის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა
19.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავტოქარხნის დასახლებაში მდინარე ოღასკურის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. მერთან ერთად სამუშაოებს ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი და ააიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელი გაეცვნენ. მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს დიდდებოდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა რაც პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ქუთაისის მერის განცხადებით, ოღასკურის კალაპოტის წმენდა ადგილობრივი ძალებით ხორციელდება თუმცა, იგეგმება მდინარის კალაპოტის სრული წმენდა, რისთვისაც პროექტი მზადდება და მდინარე ოღასკურას მთელი კალაპოტი გაიწმინდება.