შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
16.12.2017
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ. აღნიშნულ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ათეული წლების განმავლობაში ითხოვდა მოსახლეობა. შენობის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა, მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები და საბავშვო ბაღის ეზო. პროექტის ღირებულება 23 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღი 30 – მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 8 ადგილობრივი დასაქმდა.