შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
15.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან, მოადგილე იუზა უგულავასთან და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შენგელიასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა. ქალაქის მერმა ქუჩაზე დაზიანებული ქსელის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა ქუჩაზე სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ვადებში დასრულდება, ჭავჭავაძის 57 ნომრის მოსახლეობას წვიმიან ამინდში და წყლის მოსვლის დროს ეზოები ეტბორებოდათ. ასევე წყლით იფარებოდა მიმდებარე ქუჩები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს სანიაღვრე ქსელის პრობლემა აღარშეაწუხებთ. სამუშაოებს, ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების სამსახური ასრულებს.