შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს
15.12.2017
უკან დაბრუნება
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს. ხრესილის ომის 260 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში გელათის სამონასტრო კომპლექსში, წმინდა სოლომონის საფლავი ასევე, ხრესილის ომის ამსახველი მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში მოხდა იმ მოსწავლეების დაჯილდოვება რომლებმაც რომლებმაც ხრესილის ომზე ნაშრომები წარმოადგინეს. დღის ბოლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.