შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა და ვიცე მერმა მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს
13.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე მერი გიორგი იობაშვილი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. მოსახლეობა დაზიანებული სანიაღვრე არხის შეკეთებას წლებია ითხოვდა. წვიმების დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდის, რის გამოც ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები ეტბორებათ. გიორგი ჭიღვარია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პრობლემა რამდენიმე კვირაში მთლიანად მოგვარდება. სამუშაოებს ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისები“ ახორციელებს