შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცირა შალაშვილის წიგნის პრეზენტაცია
13.12.2017
უკან დაბრუნება
თანამედროვე ქართული მწერლობის საინტერესო წარმომადგენლის, ცირა შალაშვილის მორიგი წიგნის: ,,ნათელი ინტერვალების“ პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. მკითხველთა კლუბის წევრებს და არა მარტო მათ, საშუალება მიეცათ წიგნში შეტანილი ხატოვანი გამონათქვამები, რომლებიც სრულად ასახავს აზროვნების პიროვნულ განწყობილებას-თავად წაეკითხათ. საჯარო კითხვა ახალგაზრდების წიგნთან სიახლოვეს უწყობს ხელს. ცირა შალაშვილმა ,,ნათელი ინტერვალების“ მორიგი ტომი მიმდინარე წელს, თვითმმართველობის დაფინანსებით გამოსცა. ავტორი ამბობს, რომ წიგნი ყველაფერს ეხება და მისი წერა წინა საუკუნეში დაიწყო.