შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის
12.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის. ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, პარკირების საფასური ძალიან მაღალია, რაც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის მოსახლეობას. მისი თქმით, ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო , არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას, ასევე არ გადადგმულა ნაბიჯები პარკინგის ადგილების გაზრდისა და სხვა პრობლემების მოწესრიგების მიზნით. შუშანიას ინიციატივა უკვე შევიდა ქალაქის მერიასა და საკრებულოში, სადაც შესაბამისი კომისიები ინიციატივას გაეცნობიან და რეაგირებას მოახდენენ.