შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მურად დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი
12.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების მურად დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი შედგა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი ტრადიციულია და ის უკვე თერთმეტი წელია იმართება. შეჯიბრი საერთაშორისოა, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს ნაკრები ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები. ორთაბრძოლა 16 წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა დააჯილდოვეს. ტურნირი თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება