შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიისთვის ავტომობილის ჩუქებით ხელისუფლებამ აჟიოტაჟი აიცილა"
11.12.2017
უკან დაბრუნება
შპს მარსთან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ რამდენიმე თვის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად კომპანიამ ბიუჯეტში თანხა გადაიხადა და თვითმმართველობას 20 000 ლარიანი ავტომობილი აჩუქა, ევროპა ჩვენი სახლიას თავმჯდომარე აკრიტიკებს. გია გოქაძე განმარტავს, რომ ბიზნესი მხოლოდ გადასახადების გადახდით უნდა შემოიფარგლოს და თვითმმართველობას ძღვენი არ უნდა მიართვას. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, რომელიც ნაჩუქარ ავტომობილს მოიხმარს, აცხადებს, რომ ხელშეკრულება შპს მარსთან ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს მოღვაწეობის დროს გაფორმდა და რადგან საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ავტომობილი მწყობრიდან იყო გამოსული, მას მერიისგან აღნიშნული ავტომანქანა დროებით სარგებლობაში გადაეცა.