შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2018 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა აღარ ექნება
09.12.2017
უკან დაბრუნება
2018 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა აღარ ექნება. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს. მართვის მოწმობის შეცვლა მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ არის შესაძლებელი. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი 35 ლარი. ასევე მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 იანვრამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ძალადაკარგულად ჩაითვლება.