შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა შშმ პირებს ეტლები გადასცა
28.11.2015
უკან დაბრუნება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შშმ პირებს ეტლები გადასცეს.ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს სავარძლები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის,ქუთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვს" წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს.ამ ეტაპზე სავარძლებით 20 ადამიანი დაკმაყოფილდა.2014 წელს კი პროგრამის ფარგლებში ეტლები იმერეთში მცხოვრებმა 250 მა ბენეფიციარმა მიიღო.იმერეთის რეგიონში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებიც გაიმართა.ეტლები გადაეცემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც.ხარაგაულსი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება.ასევე,ამ ადამიანებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კულტურული,შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა.