შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაის გაენათის ეპარქიაში წმ. დიდმოწამის საქართველოს დედოფლის ქეთევანის წმ. ნაწილები მოაბრძანეს
08.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაის გაენათის ეპარქიაში წმ. დიდმოწამის საქართველოს დედოფლის ქეთევანის წმ. ნაწილები მოაბრძანეს. სიწმინდეებს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ბაგრატის ტაძარში ქუთათელ გაენათელი მიტროპილიტი მეუფე კალისტრატე დახვდა, რომელმაც სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა. ხვალ წმინდა ნაწილებს გელათისა და მოწამეთის ტაძრებში მიაბრძანებენ, შემდეგ კი ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე , სადაც წმ. კეთილმსახური მეფეების ბაგრატ მე-3 და დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი უნდა აიგოს. 8 დეკემბერს წმინდა ნაწილები დიდმოწამე ქეთევან წამებულის ტაძარში დაბრძანდება, სადაც საზეიმო წირვა შესრულდება.შემდეგ კი კვლავ ბაგრატის ტაძარში მიბრძანდება და 11 დეკემბრამდე დარჩება.