შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი-2010- მარნეულის ,,დელტა“-97:59
06.12.2017
უკან დაბრუნება
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ქუთაისი-2010-ისა და მარნეულის ,,დელტას“ თამაშს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ქუთაისლებმა “მარნეულს” პირველი პერიოდი 22:18 მოუგეს, რის შემდეგაც სრულ უპირატეობას დაეუფლნენ. საბოლოოდ გამარჯვება ქუთაისი-2010-მა დიდი უპირატესობით, 38 ქულის სხვაობით, ანგარიშით 97-59 მოიპოვა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩს ქუთაისლები სტუმრად, 8 დეკემბერს ბათუმთან გამართავენ.