შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საზოგადოება ქუთაისელში მალვინა შანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
05.12.2017
უკან დაბრუნება
საზოგადოება ქუთაისელში მალვინა შანიძის წიგნის ,,ქიროლოგია და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები ჯანმრთელობის სამსახურში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს უმარტივეს გზამკვლევს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როგორც ავტორი ამბობს, ფრჩხილების, თითებისა და ხელის ხაზების გამოკვლევის საფუძველზე, მკითხველს საშუალება ექნება გაიგოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დასვას სავარაუდო დიაგნოზი. წიგნში წარმოდგენილი მრავალგვარი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიდან, მკითხველი თავად შეარჩევს მისთვის მისაღებ და ოპტიმალურს. პრეზენტაციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.