შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში, თელავის მე-5 საჯარო სკოლის გუნდა გაიმარჯვა
05.12.2017
უკან დაბრუნება
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში, თელავის მე-5 საჯარო სკოლის გუნდა გაიმარჯვა. კონკურსანტებმა პრეზენტაცია იმ სპორტსმენებზე გააკეთეს, რომელბმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვეს და საქართველო ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს წარუდგინეს. გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა და ოლიმპიელებმა გამოავლინეს. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და განათლების სამინისტროების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება. ოლიმპიადაში უკვე სამი წელია საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო.