შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აიპ სპეციალური სერვისების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
05.12.2017
უკან დაბრუნება
აიპ სპეციალური სერვისების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, დირექტორის პოზიციაზე, რამდენიმე დღის წინ , ზვიად მანდარია დაინიშნა. მანდარია სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. მას საჯარო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე წამყვანი პოზიციები ეკავა საქართველოს მელიორაციაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ქუთაისის საკრებულოსა და საგადასახადო ინსპექციაში. 2017 წლიდან აიპ სპეციალურ სერვისებში დირექტორის მრჩევლად მუშაობდა, სადაც 1 დეკემბრიდან ხელმძღვანელის თანამდებობა ჩაიბარა.