შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა თანამშრომელბს
04.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა თანამშრომელბს. აღნიშნული პოსტი ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით წიტაიშვილმა ჩაიბარა. ქალაქის მერმა,, ააიპის" ყოფილ ხელმძღვანელს ნანა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ბაგა ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისთვის შესაფერი და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა იქნება. მისივე თქმით აუცილებელია ბაღებში პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი სამომავლო განვითარებისთვის.