შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი გაპონოვის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
04.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი დღეს გაპონოვის ქუჩაზე იმყოფებოდა სადაც გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დაიწყო. მერი ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით გზის მოასფალტება მალე დასრულდება თუმცა, სამუშაოების დასრულებამდე ,,ენერგო პრო ჯორჯიამ" მიწის ქვეშა ელექტრო სადენების გაყვანა უნდა განახორციელოს. მერის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის პროცესი, როცა ახლად დაგებული ასფალტი იჭრებოდა და თავიდან იგებოდა რაც დამატებით დისკომფორტს და უხერხულობას უქმნიდა მოსახლეობას.