შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საინფორმაციო შეხვედრა დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში
04.12.2017
უკან დაბრუნება
საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებულ ამერიკულ კუთხეში დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას 2011 წელს შექმნილი სამსახურის ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამსახური მოქალაქეებს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას უმარტივებს და მათი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.