შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში არსებულ საჯარო სკოლებში ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი ეტაპობრივად ტარდება
04.12.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში არსებულ საჯარო სკოლებში ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი ეტაპობრივად ტარდება. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ნინო მამრიკიშვილი აცხადებს, კვირის განმავლობაში 5-დან 15-მდე საჯარო სკოლის მონიტორინგი ხდება. სპეციალისტის ინფორმაციით, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები სტანდარტებს ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში უფრო აკმაყოფილებს, თუმცა მნიშვნელოვან შეუსაბამობებს არც ერთ სკოლაში ადგილი არ აქვს. ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.