შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი -დაფნის გადამამუშავებელი საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა
02.12.2017
უკან დაბრუნება
ვანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი -დაფნის გადამამუშავებელი საწარმო,სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ვიცეგუბერნატორთან,სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა და საწარმოო პროცესებს გაეცნო. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობის,200-ათას დოლარზე მეტი,სახელმწიფო დაფინანსებაა. კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა დაფნას აწარმოებს,რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზება მთლიანად,საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ,165 ახალი და 750 ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდება.