შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების შესარჩევი ტური ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში
27.11.2015
უკან დაბრუნება
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების შესარჩევი ტური დღეს ქუთაისში პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. მასში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა სკოლის გუნდები იყვნენ ჩართულნი.მათ კომისიის წინაშე ინოვაციური პროექტები და გამოგონებები წარადგინეს.ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში სულ 65 პროექტი მონაწილეობდა.მე-2 ეტაპზე 36 პროექტი გადავიდა,ფინალი 2016 წლის თებერვალში შედგება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრებიან და მონაწილეობას კორნადის ფონდის ინოვაციების სამიტში ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში მიიღებენ.კონკურსს საქართველოში ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო ა.შ.შ.-ს საელჩო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ა.შ.შ.-ს კორნადის ფონდთან თანამშრომლობით.