შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი-სამტრედია სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბის მოწყობა მიმდინარეობს
30.11.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისი-სამტრედია სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. მშენებლობისთვის 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების 60 პროცენტი უკვე შესრულებულია. ადგილობრივები გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, ვინაიდან დაახლოებით 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთან დაკავშირება.