შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მადლობის სიგელი ტელე-რადიო კომპანია ”რიონს”
27.11.2015
უკან დაბრუნება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით ,მადლობის სიგელები გადაეცათ იმ კომპანიებს ,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ხონის მუნიციპალიტეტში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში.აგრეთვე,სკოლის მოსწავლეებისათვის განხორციელებულ, გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში. მადლობის სიგელი დაიმსახურა ტელე-რადიო კომპანია ”რიონმაც”. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის პილოტირებას მანდატურის სამსახური 2013 წლიდან ახორციელებს . მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებას ხონის ათი საჯარო სკოლის დირექტორი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.